დემოკრატია და მმართველობა 6.ივნ.2007
2 ივნისს თბილისის მეტად ძველ, ტრადიციულ და მრავალფეროვნებით მდიდარ აბანოთუბანში, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი საკვირაო თოქ-შოუს “იტალიური ეზოს” საპრეზენტაციო კონცერტი გამართა. “იტალიური ეზო” აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ხორციელდება. თოქ-შოუ მისი შინაარსის მიხედვით, ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.
კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, პოლონელები, უკრაინელები და ქართველი პოპულარული მომღერლები, რომლებიც ასრულებდნენ ნაციონალურ ცეკვებსა და სიმღერებს. კონცერტს უძღვებოდნენ “იტალიური ეზოს” წამყვანი გია გუგუშვილი და ცნობილი მომღერალი ნეკა სებისკვერაძე. სასცენო წარმოდგენების მიღმა ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი სხვადსხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები საზოგადოებას თავაზობდნენ ტრადიციულ სუვენირებსა და ნაციონალურ სამზარეულოს.
ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის, მედია კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული ყოველკვირეული თოქ-შოუ “იტალიური ეზო” ჩამოყალიბდა და შუქდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2007 წლის 2 ივნისიდან. "იტალიური ეზო” მიზნად ისახავს ფართო საზოგადოების წინაშე გააშუქოს მრავალფეროვნების ყველა დადებით მხარე, და სხვადასხვა რეგიონებისა და თემების საერთო ღირებულებებისა და წარმატებული თანაცხოვრების დემონსტრაციის საშუალებით ხელი შეუწყობს ქვეყნის მოქალაქეებს შორის სამოქალაქო იდენტობის გრძნობის გაძლიერებას.
|