მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
სამოქალაქო ინიციატივების ცენტრმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეორე გამოფენა/ფორუმი გამართა

დემოკრატია და მმართველობა

8.მაი.2007

საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციამ “სამოქალაქო ინიციატივების ცენტრმა” საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში 4-5 მაისს საზოგადოებრივი ორგანიზაციების II გამოფენა-ფორუმი გამართა, რომელშიც მონაწილეობა არასამთავრობო სექტორის 70-ე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო. გამოფენა-ფორუმმა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება მისცა უკეთ გაცნობოდნენ საქართველოს საზოგადოებას და წარმოედგინათ მათი საქმიანობის მრავალფეროვანი სპექტრი.

გამოფენა-ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 4 მაისს გაიმართა. ცერემონიას სტუმრობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდების, საელჩოების, ბიზნეს სექტორის, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები.

გამოფენა-ფორუმზე ორი დღის განმავლობაში, მონაწილე ყველა ორგანიზაციამ წარმოადგინა სხვადასხვა სფეროში განხორციელებული პროგრამები, მიღწეული შედეგები, პუბლიკაციები, გამართა საჯარო პრეზენტაციები და დისკუსიები.

გამოფენის მსვლელობისას ტრადიციულად გაიმართა სამოქალაქო საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საზოგადოებრივი ლიდერების დაჯილდოვების ცერემონიალი. წელს დაჯილდოვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბ-ნ ალექსანდრე ლომაია, ბ-ნ გოგი გვახარია, კავკასიის სახლის ხელმძღვანელი ქ-ნ ნაირა გელაშვილი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნ მიხეილ ჩაჩხუნაშვილი, და 90-იან წლებში საქართველოში აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ქ-ნ ომი ქერი.  

5 მაისს გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის 5 ვერცხლის პრინციპის კავალერი ორგანიზაციების დაჯილდოვება, რომლის წლევანდელი ნომინანტებიც იყვნენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პარტნიორები საქართველო – ცვლილებისა და კონფლიქტის მართვის ცენტრი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,
ასოციაცია “საჩინო”, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი,  ფონდი “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი”, ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სტუდენტ-ახალგაზრდობის კავშირი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი”, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია, კავკასიის გარემოსდაცვითი  არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი,
სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი. 
 
საზოგადოებრივი ორგანიზაციების II გამოფენა ფორუმი მხარდაჭერილი იყო ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოსა და ფონდი ევრაზიის მიერ.

გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ: “სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი”, პარტნიორების საქართველო და საქართველოს გაეროს ასოციაცია.

გამოფენის პარტნიორები იყვნენ: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი.


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005