“გამოყენებითი კვლევების კომპანია - (ARC) 2006 წელს დაარსდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ბაზაზე 1996 წლიდან მომუშავე პროფესიონალ მკვლევართა მიერ. ARC – ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელშიც თეორიული ცოდნა შერწყმულია ბიზნესის, პოლიტიკის და სოციალურ სფეროებში მუშაობის შედეგად მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ARC-ის საქმიანობა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი. ამდენად, ჩვენ პროფესიულად ვუდგებით თითოეული ამოცანის გადაწყვეტას, რათა ჩვენი მომსახურებით საფუძველი ჩავუყაროთ გრძელვადიან თანამშრომლობას. ARC-ის სტილს განსაზღვრავს მომსახურების მაღალი ხარისხი, საქმიანი ეთიკის პრინციპების დაცვა და მუდმივი პროფესიული ზრდა. ARC თანამშრომლებს ყველასთან, ვისაც ჩვენი მომსახურება სჭირდება, თუმცა არსებობს გამონაკლისი - ARC არ ემსახურება იმ ორგანიზაციებს და პიროვნებებს, რომელთა საქმიანობა ეწინააღმდეგება საზოგადო მორალისა და პროფესიული ეთიკის საფუძვლებს. ARC-ის პარტნიორები არიან: კონფლიქტებისა და ცვლილებების მართვის ცენტრი Partners Georgia საკონსულტაციო ჯგუფი GEPRA საქართველოს გაეროს ასოციაცია ARC-ის სერვისები: მარკეტინგული კვლევები პოლიტიკური და წინასაარჩევნო კვლევები მედია კვლევები საკადრო და ორგანიზაციული აუდიტი დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.arc.ge
|