მთავარი
  ჩვენს შესახებ    პროგრამები    ინფორმაციული რესურსები    მიმოხილვა    თანამშრომლები    სერვისები  
ENG | GEO     
| ფილიალები | დონორები და პარტნიორები | სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი | ჯილდოები | ფინანსური ანგარიშები | საკონტაქტო ინფორმაცია
ჩვენს შესახებ

საქართველოს გაეროს ასოციაცია (საგა)

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს გაეროს ასოციაცია (საგა), დაარსდა 1995 წლის დეკემბერში. საგა მუშაობს ადამიანის უფლებათა პრინციპებისა და დემოკრატიული მმართველობის მხარდასაჭერად და საზოგადოებას უზრუნველყოფს საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვანი მექანიზმებით. საგა 1996 წლიდან გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის წევრია.

მისია

საქართველოს გაეროს ასოციაციის მიზანია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება. საგა აქტიურად უწყობს ხელს თანამშრომლობის განვითარებას სამოქალაქო, სახელმწიფო და ბიზნეს სექტორებს შორის, და ასევე მუშაობს საქართველოში ტოლერანტული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.  

სტრუქტურა

საგას სათაო ოფისში 35 თანამშრომელია. ორგანიზაცია მუშაობს ძირითადად ოთხი მიმართულებით: დემოკრატია და მმართველობა, ახალგაზრდობა და განათლება, ლტოლვილები და მიგრაცია და ინფორმაცია და ანალიზი. თითოეული პროგრამა პროექტს ავტონომიურად ახორციელებს, შესაბამისი გარე კომუნიკაციებისა და მიმდინარე აქტივობების ჩათვლით, ხოლო მენეჯმენტი ახორციელებს ადამიანის რესურსთა გადახედვას, ფინანსურ მენეჯმენტს და ადგენს ანგარიშებს. აღმასრულებელი დირექტორი ოპერაციათა და დაგეგმვის ხელმძღვანელია და პასუხისმგებელია პროგრამის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ყოველდღიურ მენეჯმენტზე.

ფილიალები

საგა მოღვაწეობს საქართველოს მასშტაბით და თანამშრომლობს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. საგას ოფისები გორში, ქუთაისსა და ბათუმში უზრუნველყოფენ გრძელვადიან და მაღალ დონეზე ორგანიზებულ აქტივობებს მათი პროგრამების ბენეფიციართათვის.

გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია

გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია შეიქმნა 1946 წელს ეგიდით “მოძრაობა გაერთიანებული ერებისათვის”. ფედერაცია არასამთავრობო სტრუქტურაა და მისი წევრ სახელმწიფოებს გაეროს ასოციაციები წარმოადგენენ. საქართველოს გაეროს ასოციაცია ფედერაციას შეუერთდა 1996 წელს. საგა პირველი გაეროს ასოციაციაა რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფედერაციის წევრი გახდა.  საგა თანამშრომლობს პარტნიორ გაეროს ასოციაციებთან, იმისათვის რომ ხელი შეუწყოს რეგიონში გაერთიანებული ერების მუშაობას ყველა დონეზე. საგა ფედერაციის მანდატის ფარგლებში ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის გაეროს ასოციაციათა თანამშრომლობის გაძლიერებას.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის ვებ გვერდს: http://www.wfuna.org/ 


სტატიები:
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ოფიციალური დახურვა
» საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით სამოქალაქო განათლების ცენტრების წარმომადგენლებს სასწავლო ტური ჩაუტარდათ
» საქართველოს გაეროს ასოციაცია გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის 39-ე პლენარულ სხდომას დაესწრო
» უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა შეხვედრა ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) მხარდაჭერით განხორციელდა
» ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონფერენცია გუდაურში
» საქართველოს გაეროს ასოციაციის ვიზიტი შვედეთში
» ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი “საუბრები ტოლერანტობაზე”
» ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს პროექტს “მრავალეთნიკურ თემებში დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობა” ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში (NITG)
» ფესტივალი “მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა”
» გაეროს ასოციაციისა და საქართველოს პრეზიდენტის ახალი ერთობლივი ვებ-გვერდის diversity.ge-ს პრეზენტაცია ახალქალაქში
» სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს ვიზიტი ახალციხეში
» გაეროს ასოციაცია ქუთაისის იურიდიული კლინიკის პრეზენტაციას მართავს
» საგამ “ინტეგრაციისა და ტოლერანტობის შეფასება საქართველოში” გამოსცა
» მრავალფეროვნება აბანოთუბანში
» სამოქალაქო ინიციატივების ცენტრმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეორე გამოფენა/ფორუმი გამართა
» ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა რეგიონალური მედიის წარმომადგენელთათვის ტრეინინგს ატარებს

 სიახლენი:
» სადისკუსიო შეხვედრა სისხლის სამართლის სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ახალციხეში გაიმართება
» სემინარი სტუდენტებისათვის “ინტეგრაცია და ტოლერანტობა”
» საგრანტო კონკურსი ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში
» უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა შეხვედრა ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) მხარდაჭერით განხორციელდა
» ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონფერენცია გუდაურში
» ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი “საუბრები ტოლერანტობაზე”
» ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს პროექტს “მრავალეთნიკურ თემებში დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობა” ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში (NITG)
» საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით ათასწლეულის განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
» ინტერეთნიკურმა ფესტივალმა 2008: “მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა” უმასპინძლა პრეზიდენტთან არსებული ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს გაფართოებულ სხდომას
» გამოიცა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს მიერ მომზადებული ჟურნალი
» გამოიცა ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის შეფასება
» სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭომ მარნეულში შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიული ხედვის პროექტის საზოგადოებრივი განხილვა გამართა
» ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე 26 ინვისს მემორანდუმი გაფორმდა
» გამოიცა საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმები “მრავალეთნიკური საქართველო” DVD დისკზე
» ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და გაეროს ასოციაცია აცხადებს კონკურსს
» ეროვნული ინტეგრაციის პროგრამამ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებსა და პლებისციტზე საარჩევნო დოკუმენტაციის ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე თარგმნა უზრუნველყო
» გაეროს ასოციაცია და პარტნიორების საქართველო სახალხო დამცველის აპარატთან და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თანამშრომლობით ახორციელებს ინიციატივას
» ეროვნული ინტეგრაციის პროგრამამ მოზარდთა და მოყვარულთა საერთაშორისო კინოს ფესტივალზე
» მოქალაქეთა მომსახურების სამსახურის თანამშრომელთა ტრეინინგი
» “მულტიეთნიკური საქართველო, სომხები” ფილმის პრეზენტაცია ახალციხეში
» გამოიცა “ინტეგრაციისა და ტოლერანტობის შეფასება საქართველოში”
» გამოიცა “სასამართლო პრაქტიკის ანალიზი”
» საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეორე გამოფენა/ფორუმი
» ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ყოველკვირეული თოქ-შოუს მოდერაციის ტრეინინგი
» მრავალფეროვნების მართვის ტრეინინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითი ჯგუფისათვის
» მცირე გრანტების კონკურსი

  დოკუმენტები




   
UNAG © 2005