მთავარი
  ჩვენს შესახებ    პროგრამები    ინფორმაციული რესურსები    მიმოხილვა    თანამშრომლები    სერვისები  
ENG | GEO     
დემოკრატია და მმართველობა / მმართველობა / სახელმწიფო სტრუქტურებში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანერგვის ხელშეწყობა | ლტოლვილები და მიგრაცია | ახალგაზრდობა და განათლება | ინფორმაცია და ანალიზი | სპეციალური პროგრამები
სახელმწიფო სტრუქტურებში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანერგვის ხელშეწყობა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის დებულებები დაფუძნებულია საჯარო დაწესებულებების საქმიანობის გამჭვირვალობისა და მათი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპებზე. კოდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მისი მესამე თავი - ინფორმაციის თავისუფლება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებასა და საჯარო ინსტიტუტებს შორის საბჭოთა კავშირისათვის დამახასიათებელი ბარიერებისა და სტერეოტიპების მოშლას.

2001 წლიდან, გაეროს ასოციაცია მერილენდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევის ცენტრთან  IRIS-თან თანამშრომლობით ახორციელებდა ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული დებულებების დანერგვას საჯარო დაწესებულებებში.

გაეროს ასოციაციამ პროექტის ფარგლებში საქართველოს დაახლოებით 250 საჯარო დაწესებულება, 9 რეგიონი, 18 ქალაქი, და 7 მუნიციპალიტეტი მოიცვა. პროექტი საწყის ეტაპზე მიმართული იყო ადგილობრივ დაწესებულებებსა და თვითმმართველ ერთეულებზე, ხოლო 2004 წლიდან პროგრამა მეტად გადაერთო ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებზეც.

2005 წელს პროგრამა გაფართოვდა და მან ინფორმაციის თავისუფლების დებულებების გარდა, მოიცვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სხვა სფეროებიც, როგორიცაა,Aადმინისტრაციული ხელშეკრულება, ადმინისტრაციული წარმოების ფორმები, ადმინისტრაციული აქტის მომზადება,  ადმინისტრაციული აქტის აღსრულება.

აქტივობები

2005 წელს პროგრამის ფარგლებში გაეროს ასოციაციამ:

• გამოიკვლია ხარვეზები, რომლებიც არსებობდა კანონმდებლობაში ინფორმაციის თავისუფლების დებულებების განხორციელების მიმართულებით,  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და თბილისს;
• შეიმუშავა პრობლემის საკანონმდებლო და პროცედურული გადაჭრის გზები;
• საჯარო სამსახურებს ხელი შეუწყო ინფორმაციის თავისუფლების დებულებების განხორციელებაში;
• მოამზადა ექპსპერტებისა და საგანმანათლებლო მასალების მონაცემთა ბაზა;

გაეროს ასოციაციამ, პროგრამის ფარგლებში ექსპერტებისა და სახელმწიფო მოხელეების მონაწილეობით განაზოგადა პრაქტიკა, ორგანიზება გაუკეთა რეგულარულ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს და საჯარო მოხელეებს საშუალება მისცა გაეზიარებინათ გამოცდილება და მოეძიებინათ პრობლემის გადაჭრის საერთო გზები.

პროგრამა ასევე ითვალისწინებდა ინფორმაციის თავისუფლების დებულებების განხორციელების შესახებ სავალდებულო ანგარიშების ე.წ. “10 დეკემბრის ანგარიშის” შექმნას საჯარო დაწესებულებების მიერ.

შედეგები

• ინფორმაციის თავისუფლებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები დაინიშა უმეტეს საჯარო დაწესებულებაში;
• პასუხისმგებელმა პირებმა კარგად შეისწავლეს მათი უფლებები და მოვალეობები;
• გაიზარდა საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა;
• დადგინდა საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების პროცედურები და ვადები.

           


სტატიები:
» საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით სამოქალაქო განათლების ცენტრების წარმომადგენლებს სასწავლო ტური ჩაუტარდათ
» საქართველოს გაეროს ასოციაცია გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის 39-ე პლენარულ სხდომას დაესწრო
» უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა შეხვედრა ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) მხარდაჭერით განხორციელდა
» ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონფერენცია გუდაურში
» საქართველოს გაეროს ასოციაციის ვიზიტი შვედეთში
» ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი “საუბრები ტოლერანტობაზე”
» ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს პროექტს “მრავალეთნიკურ თემებში დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობა” ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში (NITG)
» ფესტივალი “მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა”
» გაეროს ასოციაციისა და საქართველოს პრეზიდენტის ახალი ერთობლივი ვებ-გვერდის diversity.ge-ს პრეზენტაცია ახალქალაქში
» სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს ვიზიტი ახალციხეში
» გაეროს ასოციაცია ქუთაისის იურიდიული კლინიკის პრეზენტაციას მართავს
» საგამ “ინტეგრაციისა და ტოლერანტობის შეფასება საქართველოში” გამოსცა
» მრავალფეროვნება აბანოთუბანში
» სამოქალაქო ინიციატივების ცენტრმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეორე გამოფენა/ფორუმი გამართა
» ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა რეგიონალური მედიის წარმომადგენელთათვის ტრეინინგს ატარებს

 სიახლენი:
» სემინარი სტუდენტებისათვის “ინტეგრაცია და ტოლერანტობა”
» საგრანტო კონკურსი ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში
» უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა შეხვედრა ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) მხარდაჭერით განხორციელდა
» ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონფერენცია გუდაურში
» ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი “საუბრები ტოლერანტობაზე”
» ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს პროექტს “მრავალეთნიკურ თემებში დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობა” ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში (NITG)
» საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით ათასწლეულის განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
» ინტერეთნიკურმა ფესტივალმა 2008: “მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა” უმასპინძლა პრეზიდენტთან არსებული ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს გაფართოებულ სხდომას
» გამოიცა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს მიერ მომზადებული ჟურნალი
» გამოიცა ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის შეფასება
» სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭომ მარნეულში შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიული ხედვის პროექტის საზოგადოებრივი განხილვა გამართა
» ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე 26 ინვისს მემორანდუმი გაფორმდა
» გამოიცა საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმები “მრავალეთნიკური საქართველო” DVD დისკზე
» ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და გაეროს ასოციაცია აცხადებს კონკურსს
» ეროვნული ინტეგრაციის პროგრამამ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებსა და პლებისციტზე საარჩევნო დოკუმენტაციის ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე თარგმნა უზრუნველყო
» გაეროს ასოციაცია და პარტნიორების საქართველო სახალხო დამცველის აპარატთან და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თანამშრომლობით ახორციელებს ინიციატივას
» ეროვნული ინტეგრაციის პროგრამამ მოზარდთა და მოყვარულთა საერთაშორისო კინოს ფესტივალზე
» მოქალაქეთა მომსახურების სამსახურის თანამშრომელთა ტრეინინგი
» “მულტიეთნიკური საქართველო, სომხები” ფილმის პრეზენტაცია ახალციხეში
» გამოიცა “ინტეგრაციისა და ტოლერანტობის შეფასება საქართველოში”
» გამოიცა “სასამართლო პრაქტიკის ანალიზი”
» საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეორე გამოფენა/ფორუმი
» ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ყოველკვირეული თოქ-შოუს მოდერაციის ტრეინინგი
» მრავალფეროვნების მართვის ტრეინინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითი ჯგუფისათვის
» მცირე გრანტების კონკურსი

  დოკუმენტები
» ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანერგვის მიმოხილვა




 


UNAG © 2005