მთავარი
  ჩვენს შესახებ    პროგრამები    ინფორმაციული რესურსები    მიმოხილვა    თანამშრომლები    სერვისები  
ENG | GEO     
ათასწლეულის განვითარების მიზნები | სამხრეთ კავკასიის ინიციატივა | ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა საქართველოში | საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი | ადამიანის რესურსების მართვის სასერთიფიკატო კურსი
ათასწლეულის განვითარების მიზნები

საქართველოს გაეროს ასოციაცია, საქართველოს სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების მონიტორინგს. საქართველო როგორც დეკლარაციის ერთ-ერი ხელმმომწერი, იღებს პასუხისმგებლობას რომ მიაღწევს ათასწლეულის განვითარების მიზნებს 2015 წლისათვის.

ათასწლეულის განვითარების მიზნები:

  • მიზანი  1: უკიდურესი სიღარიბის დაძლევა
  • მიზანი ¹2:. მთელს მსოფლიოში დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა
  • მიზანი ¹3: გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაზრდა
  • მიზანი ¹4: ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება
  • მიზანი ¹5: დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება
  • მიზანი ¹6: აივ/შიდსთან, მალარიასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლა
  • მიზანი ¹7: ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა
  • მიზანი ¹8: განვითარებისთვის მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება  

2006 წელს საქართველოსა და შვედეთის გაეროს ასოციაციების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ ათასწლეულის განვითარების მიზნებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში მიღწეულ პროგრესს ასახავს.

ანგარიში აღწერით ხასიათს ატარებს და მასში განხილული მასალა მოიცავს როგორც საქართველოს მთავრობის საქმიანობის, ისე საზოგადოებრივი სექტორის მიერ ათასწლეულის მიზნების შესრულების თვალსაზრისით გაწეული ძალისხმევის შეფასებას

2007 წელს მომზადდა ანგარიში, რომელშიც განხილულია ათასწლეულის განვითარების #4 და #5 მიზნების  შესრულების პროგრესი წინა წელთან შედარებით.

პროგრამა “ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში” ერთობლივად ხორციელდება საქართველოსა და შვედეთის გაეროს ასოციაციების მიერ, Forum Syd-ის მხარდაჭერით. პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს საქართველოში ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების მონიტორინგს.

ათასწლეულის განვითარების მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.developmentgoals.org/  


  UNAG © 2005