პროექტი ახალი აჭარა – ახალი გამოწვევები განხორციელდა გაეროს ასოციაციის მიერ კათოლიკური დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით. პროგრამა ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებას აჭარის ავტონომოურ რეგიონში. აღნიშნული ინიციატივა პირველი იყო აჭარის რეგიონში, სადაც 2004 წლის მაისამდე საზოგადოებრივი სექტორისა და მედიის მუშაობა შეზღუდული იყო ადგილობრივი მმართველობის მიერ. პროგრამის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული ზრდის ხელშეწყობა. პროექტმა აჭარის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება მისცა ეთანამშრომლათ სხვა ორგანიზაციებთან, საჯარო სექტორის ორგანიზაციებთან ქვეყნის მასშტაბით და დაემკვიდრებინათ წარმატებული ორგანიზაციული პრაქტიკა. პროგრამის კომპონენტები: • აჭარის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა აქტივობების პოპულარიზაცია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციათა შორის; • საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციების შექმნის პოპულარიზაცია აჭარის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის; • აჭარის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა დროული ინფორმირება დონორთა ახალი ინიციატივებისა და პროექტების შესახებ; • აჭარის საზოგადოებრივ ორგანიზაციების კოალიციათა ადვოკატირებაზე ორიენტირებული 5 პროექტის დაფინანსება; • საზოგადოებრივ სექტორსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის გამართვის ხელშეწყობა; • აჭარის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის 2 კვირიანი სტაჟირების პროგრამა თბილისის წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებში.
|