განათლების საერთაშორისო დღე

2023-01-24

დღეს განათლების საერთაშორისო დღეა 

საქართველოს გაეროს ასოციაცია დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის ფარგლებში ხელს უწყობს საგანმანათლებლო პლატფორმების შექმნასა და განვითარებას.

USAID ერთიანობა მრავალფეროვნებაშია პროგრამის ახალგაზრდული ცენტრების, LINKS პროგრამის ცოდნისა და უნარების განვითარების ცენტრების, მოძრავი სახალხო უნივერსიტეტისა და სხვა პლატფორმების დახმარებით ჩვენ ვავრცელებთ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთ-ერთი საგანმანათლებლო პლატფორმა - მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი უკვე 90-მდე დაბასა და სოფელს მოიცავს და ლექციების მსმენელთა რაოდენობა 5000-ს აჭარბებს.

მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში ლექციები ტარდება იქ სადაც ყველაზე რთულად აღწევს ინფორმაცია, მიუხედავად რთული გზებისა, ამინდისა და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებისა ჩვენ ვართ იქ სადაც ყველაზე მეტად არის ამის საჭიროება.

ლექციები ტარდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც და საჭიროებისამებრ ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

თემატური შეხვედრები ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარეობს და შეეხება: სამოქალაქო განათლებას, ისტორიას, პოლიტიკას, კონფლიქტებს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გარემოს დაცვას, სოფლის და თემის განვითარებას, ახალგაზრდულ პოლიტიკას, აგრარულ მეურნეობას, ტურიზმსა და დასაქმების ხელშეწყობას.